ეს პატივცემული ფორუმელი მანდილოსანია, პოსტავს 2006 წლიდან (რეგ ნუმბერს რომ დავუჯეროთ) საკმაოდ აქტიურია ფორუმულად, და ალბათ ცხოვრებაშიც . მოკლედ, გაეცანით და გამოიცანით ...:)
პ.ს.(რესპოდენტის წერის, მეტყველების და ა.შ სტილი დაცულია, კორექტურას არ ექვემდებარება ხელწერა რომ არ დაიკარგოს)
მაშ, ასე :
სქესი: მდედრ
ასაკი:18-25
რეალობა
კითხვაზე,როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ? ისეთი პასუხი მივიღე,დავფიქრდი მეც რეალურ-ირეალურობაზე, მაგრამ აღარ ჩავეძიე, თორემ ლაო ძივით (შესწორება ups)დამემართებოდა-პეპელას სიზმარში ვარ მე თუ პეპელაა ჩემ სიზმარშიო, რომ ვერ გარკვეულიყო
სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ფანტაზია?რეალობა რეალურად როგორია ამას ვერასდროს გავიგებთ, რადგანაც რეალობა და პიროვნების ფნტაზია ერთმანეთში ისეა შერწყმული რომ ის ადამინი არა მხოლოდ რელობისგან შორსაა- როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე, არამედ, ზუსტადაც რომ რალობაში ცხოვრობს და მისი ფანტაზიებიც “რელურია”. როგორია რეალობა სადაც მე ვცხოვრობ? არ ვიცი, იმიტომ რომ, ამ რეალობას ჩემი ფანტზიებისგან ვერ ვანცალკავებ, რადგანაც არ ვიცი, რომელია რელობა და რომელი ფანტაზია.
როგორი გინდა იყოს -პასუხზე ობიექტური რეალობისა და სუბ რეალობის აღრევა მოხდა თითოეულის არსის გარკვევის გარეშე თუმცა იმის ჩაძიება, ვისი თვალით დანახული რეალობაა ობიექტური რეალობა და ასე შემდეგ,არ დაგვიწყია შორს წაგვიყვანდა (აღსანიშნავია , ისე , სხვათა შორის , რომ გარკვეული პასუხები გარკვეული კამათის თუ ახალი აზრის წყაროა და ეს სულაც არა ცუდი )
რეალური. იმიტომ რომ რეალობას ყველა თავის პონტში აღიქვამს. გამოდის რომ ერთ რეალურ ფაქტს, ვთქვათ 100 ადამიანი თავის რეალურ პონტში აღიქვავს, ასევე ამ ფაქტის უშუალო შემსწრეები. მაშინ სადღაა აქ რეალობა?რომელია? მაგიტომ მინდა რელობა რეალური იყოს
რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას)
ცხოვრება ცვალებადია. უპირატესობანიც ცვალებადია, ამიტომ ცხოვრების უპირატესობანი ორმაგად ცვალებადია.
რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება
”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” ?”ვიცხოვრე” ანუ ეს წარსული დროა? როცა მოვკვდები და საზღვრების გავლას რომ დავიწყებ აი მერე შემიძლია ეს სიტყვა ვთქვა, მაქამდე აბა, მე რა ვიცი?
გარემო(გარშემომოყოფები)
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან ..
მეზიზღება ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი. საერთოდ არ მაიტნერესებს,იმიტომ რო მუდმივად ცდილობენ ჩემზე ზემოქმედებას. აი, ეხლა, რა ხდება- ვთქვათ არის 100 ადამისგან შემდგარი საზოგადოება და რაღაც X საკითხზე აქვთ ერთი და იგივე აზრი ძირითადში, მაგრამ ძალიან უმნიშნველო ნიუანსებით 100ვეს უნდა რომ ეთანხმებოდე და იზიარებდე, არადა მე 100ვე მკიდია. ხოდა აი იმათ რომ ეგ დაანხო რომ გკიდია შეგიძულებენ და გაგრიყავენ, ამოგთხრიან ფესივანდ, მაგრამ მეორე კარგი მხარეცაა, დადექი და 100ვეს დაეთანხე და გაერთე.
ძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”)
ერთი ჩემი ირანელი მეგობარი გამახსნედა, რომელიც ამბობდა: 3 რამეა მთავარი ადმაინაში- 1.ჰქონდეს სუფთა სულიო 2.ჰქონდეს სუფთა გულიო 3. არ ჰქონდეს ვალიო
როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე
ზოგი მეუბნება რომ მაგარი ტიპი ვარ, ზოგს არ ვევასები, ზოგი მოდის და რჩევას მეკითხება, ზოგს ვკიდივარ და მეც შესაბამისად ვმოქმედებ
ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის...
ახლობლები და ბეზობლები არიან ის ხალხი ვინც უმიზეზოდ ტვინს გიბურღავს, ხო და კიდევ ნაცნობებიც. აი, ზოგჯერ რო ფიქრობ- რა დავაშავე ისეთი რომ მე მათ ვინცობ.
რაც შეეხება მეგობრებს, ამათაც დავყოფდი 2 კატეგორიად:
1. მეგობრები 2. ახლო მეგობრები
პირველი კატეგორია ჟელატინს გავს შეიზლება ისინი ახლობელ- მეგობრებ- ნაცნობებს შეუერთო ზოჯგერ თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება მეორე კატეგორიას ეს ის ხალხია რომლებიც მე უზმოდ მიყვარს და მათი არანაირი ქმედება, როგორც დავაფიქსირე, ჩემში მათ მიმართ სიძულვილს არ იწვევს.
როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან ?
ამ კითხვაზე მოკლე პასუხი მემგონი ზევით მოვაქციე
თუმცა, ხო, ისე, არის მომენტები როცა არც ერთი მათგანის ხილვაც არ გინდა, მაგრამ მემგონი ეს ყველზე დიდი შეცდომაა რაც ადამიანს შეიძლება დეპრესიის დროს თავში მოუვიდეს
პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ
ხშირად ვამბობ – ყველა პოლიტპარტიის თავზე გავიარე. პოლიტიზირებული ნაკლებად ვარ უფრო აკვანისტიზირებული ვარ- უფ რა მოვთხარე- ანუ აკვანივით გადავირწევი და გადმოვირწევი ყველა პოლიტპარტიისკენ, გააჩნია ვისი იდეა უფრო მომეწონება.
დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს
კი ძალიან დამოკიდებული, იმიტომ რო რუსეთის აგენტი ვარ
ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი...
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს?
გააჩნია რელიგიაშიც და ეროვენბაშიც რა მოიაზრება. ალბათ გულისმხობ, ქართველი მართლმადიდბლობასთან ასოცირდება. მთლად ეგრეა არაა. თუ კარგად მიმოვიხედავთ დავინახავთ, რომ ბევრი ქართველი სულაც არაა მართლმადიდებელი. მრავალი სექტის თუ ტრადიციული რელიგიის მიმდევრები არიან. მაგათ კიდე დავუმატოთ ათეისტები და ის ხალხი ვინც მხოლოდ ნათლობის შემდეგ გახდა მართლმადიდბელი თორემ ისე სულ არ იცის ეგ რას ნიშნავს. გამოდის რომ სინამდვილეში ძალიან ცოტა ქარველი ასოცირდება იმ რელიგიასთან რასაც მთლიან ერს მიაწერენ. მოკლედ ბუბას სიმღერის არ იყოს, კაცი იყავი და სადაც გინდა იქ ილოცეო, აი მაგას უფრო ვგავართ რაა
გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც? (ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში)
ნაწილობრივ ამაზე ზევით გიპასუხე. ადამიანს შეუძლია ერთი რომელიმეს დაკარგვის შემტხვევაშიც კი მეორე აცოცხლოს საკუთარ თავში პირვანდელი სახით
რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა?რა?
საერთოდ ვინ მოიგონა ეროვნება?რატომ მოუნდათ რომ ეროვნება არსებობდეს?ეროვნების საწყისები შეიძლება ვნახოთ ძველ აღთქმაში თუ ამ მიმართულებას ვუარყოფთ მაშინ ევოლუციის საფეხურები უნდა გავიაროთ. არც ერთის განმარტებას აკ არ დავიწყებ, ძალიან დიდი და ძნლად წასაკითხი გამოვა
ეროვნება ჩემთვის არც ეთნიკური ჯგუფია და არც მუშტების გულზე ცემა. ჩემი აზრით, თუ ეროვნება უნდა არსებობდეს მაშინ უნდა იყოს არჩევითი.
მაგ. მე დაივბადე საქართველოში. მაგრამ მაგრა მევასება კონგო. მინდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება კონგოს შევწირო და მე უარს ვამბობ ქართველობაზე, ვაბშე ეროვნებაზე, პასპროტზე, და ვამბობ- ვარ კონგოელი სულით და ხორცით! მოღალატე ვარ? რატომ? ვაი ეროვნულობას კონგოელობა არ სჯობია?
რითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები.
მაი ბიძიკო მიშას კითხე გამოსდის ხოლმე
როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს?
ამაზე გამახსენდა, ახალწელს ნათლიაჩემთან ვარ სტუმრად და მისი ძმაკაცი ამბობს სადღეგრძელოს, სპეციალურად დავინიშნე დრო, ზუსტად 20 წუთი ილაპარაკა. რა ქნას უყვარს საქართველო და ქართველობა, ნამდვილი პატრიოტი ადამინია და ახალ წელს ეროვნულმა თვითშეგნებამ გაიღვიძა მასში მერამდნეღაცა ჭიქაზე.
ზომიერი რელიგური და ეროვნული მისწრაფებები ზოგადად ადამიანს უხდება, ამშვენებს, ისევე როგორც კარგი ტანისამოსი.ზოგადად ასეთი მისწრაფებები ერთ-ერთი ფაქტორია რომელიც ადამიანის როგორც ინდივიდის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, ხოლო, რაც შეეხება მკვეთრად გამოხატულებს, აი მაგ დროს გამორთეთ ტელევიზორი!
თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია?
აუ, ამაზე ცხონებული სანიკიძე გამახსენდა.მიშას მოსვლის მერე ამოჩემებული ჰქონდა - ეს სიტყვებიო, რომ ამბობს, არ გვინდა ნაციოანლური და არ გვინდა ეროვნულიო, რა განსხვავება არისო ამ ორს შორისო?
როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია? (ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის)
ოოჰ ამაზე იმდენი დაწერილა... მოდი ჩემსას ვიტყვი რაა. გონიერი ერისთვის თუ ინდივიდისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. არამგონია, რომ გლობალიზაციამ ვინმე გააქროს შუმერებივით და თუ გაქრებიან მაშინ თანამედროვე ტექნიკის და გლობალიზაციის წყალობით მათ შესახებ მთელ მოსფლიოს საუკუნეების მერეც უფრო ნაკლები ექნბათ საკვლევი
ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
იდუამლი, ფარული; ინტიმური, პირადი; ახლობელი, მახლობელი; კარგი ნაცნობი.- კარგი ლექსიკონი მაქვს არა?
ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია)
გააჩნია იმ ურთიერთობაში შენ თავად ვისი როლის თამაში გიწევს
როდის ჩნდება?
როდის ქრება?
ჩნდებიან და ქრებიან- რაღაც ქართული სიმღერაა არა?
როცა გინდა გამოაჩინე და როცა გინდა გააქრე რაა. ნუ თუ სხვამ არ დაგასწრო ფოკუსნიკობა
არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის?
კი თუ თავადვე არ მოსპეს, არ ჩააჩოჩეს ან ვაბშე არ გადააგდეს
შეყვარებულებს შორის?
არის
გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი?
ისეთი გასნილი, რომ, დამიჯერე, ვერც კი დამასწრებს მეორე მხარე
სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს
სიკვარული არ არსებობს. უუუფფფ, არ გინდა ეხლა ეს ახნსა მოკლედ, თან ისე რო გასაგებიც იყოს?!
მოკლედ, არსებობენ ემოციები და გრძნობები რომელთა ერთობლიობაც ქმნის სიყვარულს ანუ თავისთავად, სიყვარული როგორც ასეთი განცალკევებული, არ არსებობს. აი, უფრო გასაგები რომ იყოს, რომ შეკრიბო ყვავილები და გააკეთო ბუკეტი და დაარქვა სიყვარული. თავის თავში სიყვარული არ არის ძლიერი გრნობა, რადგანაც ის შედგება რამდენიმე გრძნობის და ემოციისგან
როგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
როცა ’გიყვარს’ შენ ?
როცა ’უყვარხარ’ შენ?
ინტუიციით
როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები? გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ)?
ყველაფერზე პასუხია -ხო
არის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული”? რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში?
ის განსხვავებაა რომ ვიმეტყველოთ ქართულად
თქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური, მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ?
ადამიანი არაა სრულყოფილი და როგორ შეიძლება სიყვარული იყოს სრულყოფილი
ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა), ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით:) -შორით ტრფობა, შორით დაგვა). დაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს?
ისე ბევრი ამათგანი პირველად მესმის. ყველაზე კარგი იცი რა არის, როცა ეს განსხვაებული სიყვარულები ერთად გჭირს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანებთან
რა არის თქვენთვის”რომანტიკული”?
თითოეულ დეტალში, თიოთოეულ წვრილმანში და თითოეულ სიმახინჯეში შეიძლება რომანტიკის პოვნა
სიყვარული რომანტიკის გარეშე-
იგივეა რაც რომანტიკა სიყვარულის გარეშე და საერთოდ არაა ცუდი. თუ გინდა სიყვარული რომანტიკით მაშინ უნდა ეძებო საყვარელი ადამინი ხო? რომ მასთან ერთად რომანტიკულ განცხრომას მიეცე, ხოლო თუ გინდა რომანტიკა, მაშინ სულ არ გჭირდება საყვრელი ადამინი, უბრალოდ ნახე შესაფერისი და მიეცი მასთან ერთად რომანტიკულ განცხრომას
რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის.
რახანც გამოყვეს ეს 10, მაშინ ყველა
ათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს
ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს.
აბსოლიტურად სუყველა. ამ მცნებებმა გაუძლეს დროს და ისეთივე აქიურები არიან როგორც მოსეს პერიოდში
არსებობს ღმერთი ? კი/არა
კი
თუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას, (რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი)
ყველა ადამინი არის მსგავსება ღმრთისა ანუ ღმერთმა ხომ შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ყველა ადამინშჰი იგრძნობა რაღაც ღვთიური ძალა ზოგთან მცირედ და ზოგთან მოჭარბებულად, გააჩნია იმას, თუ თავად როგრ გინდა
გასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით?
სამი ერ;თში და ერთი სამში- ადამიანის გონება ამის არს ვერასროს დაიტევს, ამიტომ გასაგებბიას ნაკლებად ვიტყვი, ასე რომ- მისაღებია
”ფილოსოფია”
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი)
ვერაფერს გასაკვირს ვერ დავწერ- შიში. შიში იმისა რომ იცი არ გიცხოვრია ისე როგორც უნდა გეცხოვრა. განა არ იცოდი როგორ უნდა გეცხოვრა, უბრალოდ არ ცხოვრობდი. და ეს შიშიც მაქედან მოდის და ფიქრობ ღმერთო ოღონდ ეხლა გადამარჩინე და აი, რო გადარჩე მერე მზად ხარ მთელი შენი ცხოვრება შეცვალო მაგრამ, გადარჩები, იტყვი, მადლობ ღმერთო! წახვალ, ცხვარს დაკლავ გამოივსებ კუჭს ყანწით, ღმერთის სიყვარულის სადღეგრძელოს დალევ და მეორე დღეს იკიდებ დანაპირებს.
თუმცა არიან ადამინები, რომლებიც სიკვდილის შიშის გამო ხელმეორედ დაიბადნენ
გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში?
ადმინი როგორიც ეხლაა ეგეთივე იყო და დარჩება კიდევაც
შეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის აზროვნება(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება
დავაყენოთ ორი ადამინი ერთი 19 საუკუნის და მერე 21 გამოვაცალოთ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით გამაწვეული ნიშნები და მიხვდები რომ მათ შორის არამც თუ არაა განსხვავება არამედ ქვის ხანის ადამინთან ექნებათ დიდი მსგავსება
(სწორედ ეს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი არაა ადამიანს რომ ცვლის? და აზროვნებას უვითარებს და შესაბამისად სხვა საფეხურზე აჰყავს? აბა, სხვანაირად , რას ნიშნავს ”ადამიანი იცვლება” ?..თავი ვერ შევიკავე კომენტარისგან:) )
რა არის თქვენთვის თავისუფლება?
როცა არსებობს ორი, ანუ ნებისმერი ორი რამ რომელთა შორისაც არჩევანი უნდა გავაკეთო
დამატებითი კითხვები
მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო
საზოგადოებავ, თქვენ ხო მე ისედაც მიცნობთ, ისედაც ხომ ყოფთ ჩემს ამბებში ცხვირს ხოდა ეხლა თქვენ დაწერეთ ჩემი რომელი ამბავიც გინდათ ის
ხართ თუ არა სკანდალური ?
მე არ ვარ, მაგრამ მხდიან
დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა?
როცა სკანდალურ ხასითზე ვარ- კი
რომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას
წყანრად და სტაბილურად ვიქნები
რამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები)
მოკლედ, მე ნუ შემაწუხებენ და თავის აზრის მოხვევას ნუ დამიწყებენ ჩაიკეტნონ ოთახში და რაც უნდათ ის უქნიათ
კომპიუტერი და წიგნი
რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.რამდენად ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი ვს კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში.
წიგნს თავისი ფორმით, ფურცლებით ყდით, ვერაფერი შეცვლის
სულ სხვაა ელწიგნის კითხვა და სულ სხვაა როცა წიგნი ხელში გიჭირავს თან ზედ ყავის ჭიქას დადებ და მრგვალ ლაქას დაამჩნევ
წიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს)
ვერ ჩაანაცვლებს იმიტომ რომ მონიტორის ფორმის მქონე ადამინები მომავალში წიგნებს შეინახავენ და ხშირად გადაფურცლავენ როგორც არქეოლოგურ მონაპოვარს. ისე, ეს ბლოგი წიგნად აკინძე და გამოეცი და ნახავ 3 საუკუნის მერე ვიღაც აუქციონზე რამდენს გადაიხდის
დაუსვი საკუთარ თავს სამი კითხვა და უპასუხე
ვინ?
სად?
რატომ?
არვიცი
კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
არ ვიწუხებ თავს ეგეთი კითხვებით
რა გაკვირვებს?
არაფერი ნენა, რაც წლები მიდის, აღარაფერი მაკვირვებს
საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
უშაქრო ზარბაზანი(ც)აკა მორჩილაძე
Monday, March 23, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
kargad gacemuli pasuxebia. Tavidan davibeni aRar vicodi kiTxvas vkiTxulob Tui pasuxs ,mara mere Cajda tvini da bolo sasiamovno iyo :)
ReplyDelete