მაშ ,ასე! ჩვენი შემდეგი რესპოდენტიაააა.....
(რა უცებ გამოიცვნეს :( )
სქესი: მდედრ
ასაკი: 26-35
1.რეალობა
როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ
ცივი , ხელოვნური და მოჩვენებითი
როგორი გინდა იყოს
თბილი,სამართლიანი
რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას)
გულწრფელობას და უბრალოებას
რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება
თუ
- ცხოვრების უმეტესი ნაწილი ვაკეთე ის საქმე, რაც მიყვარდა და მსიამოვნებდა.
- ჩემი საყვარელი ადამიანები ყოველ საჭირო მომენტში დავასაჩუქრე სითბოთი, სიყვარულით და ყურადღებით.
- გავაჩინე შვილი.
2. გარემო(გარშემომოყოფები)
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან . . .
- ინტერესით ვაკვირდები ჩემს გარშემო ნებისმიერ გარემოს
- თუ ვინმე ან რამე ცუდად მოქმედებს ჩემზე იმას ვარიდებ თავს.
- ხანდახან არავის დანახვა არ მინდა.
ძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”)
არასდროს ვიტყვი ადამინის შესახებ მის ზურგს უკან ისეთ რამეს, რის თქმასაც პირში ვერ გავუბედავ
როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე
დამაწყნარებლად და შემრიგებლად.
3. ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის . . .
- ახლობელი არის ვინმე , ვინც ძალიან "ჩემია", შეილება თვეები ან წლები ვერ ვნახო,
მაგრამ როცა ვნახავ ზუსტად ისევე ვენდობოდე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდეს, თითქოს მხოლოდ
ერთი დღეა არ მინახავს.
- მეგობარი უახლოესი ადამიანია, რომელის იმედიც გაქვს და მზად ხარ მის გამო მთები გადადგა.
- მეზობლები ცხოვრების ნაწილია
- ნაცნობები არიან ადამიანები, რომლებთანაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე არც ისე ღრმა შეხება მაქვს ან მქონდა.
როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან . . .
ყველასთან კარგი დამოკიდებულება მაქვს
4 .პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ . . .
აპოლიტიკური
დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს . . .
სამწუხაროდ კი
5. ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი.
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს
დიდი ხნის ისტორია
გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც?
(ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში). . .
არა
რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა? რა . . .
ეთნიკური ჯგუფი და გენეტიკა
რითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები...
ოჯახიდან, აღზრდის მეთოდებიდან, გარემოდან, საზოგადოებიდან რომელშიც გაიზარდა და ცხოვრობს
როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს
ყველაფერში ზომიერება მიყვარს, ამიტომ რელიგიური და ეროვნული მისწრაფებების ზომიერად
გამოხატვას მივიჩნევ ნორმალურ მოვლენად , გადამეტებულს უკვე არანორმალურობად
თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია
ნაწილობრივ
როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია?
(ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის)
ვთვლი რომ საშიშია , განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნებისთვის , როგორიც საქართველოა.
რაც არ უნდა მოვინდომოთ ვერ იქნება ყველა თანასწორი და ვერ იქნება ყველა ქვეყანა ერთნაირი.
ეს კომუნიზმს მაგონებს უფრო. ნებისმიერ ერს აქვს თავისი განსხვავებული ფესვები და გენეტიკა.
ასე რომ, ბევრ რამეში შეიძლება კარგის მომტანი იყოს გლობალიზაცია, მაგრამ ეროვნულობას კლავს .
6. ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის (გარემო, ურთიერთობა)
გარემო - რატომღაც მხოლოდ ისეთი გარემო ასოცირდება ჩემთან ინტიმთან , სადაც დღის შუქი არ არის.
ურთიერთობა- აუციელბლად 2 ადამიანი უნდა იყოს , მეტი უკვე არაინტიმურია.
მაგალითად ვთვლი, რომ რადიო ინტიმურია, როდესაც მიკროფონთან ზიხარ ეს უკვე ინტიმია.
ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია)
რა დატვითვა აქვს ? ალბათ უფრო გახსნილი და გულწრფელია ორივე ადამიანი ამ დროს.
როდის ჩნდება . . .
როცა 2 ადამიანს შორის "რაღაცნაირი" იმპულსების გაცვლა გამოცვლა ხდება
როდის ქრება. . .
შუქი რომ აინთება
არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის . . .
დიახ
შეყვარებულებს შორის . . .
დიახ
გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი . . .
გახსნილი
7. სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს . . .
სულ მენატრება, სულ მასთან ყოფნა მინდა, უამრავი გიჟი იდეები მომდის თავში და ვახორციელებ.
სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ გავახარო და რითი გავხადო ბედნიერი.
როგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
როცა ’გიყვარს’ შენ . . .
როცა ’უყვარხარ’ შენ . . .
იმ ერთი ფრაზით მგონი ამ შეკითხვებსაც გაეცა პასუხი
როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან? მისღებია/არაა მისაღები. . .
მისაღებია
გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ) . . .
დიახ
არის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული”
რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში
ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ გარდა სექსისა
თქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური, მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ . . .
დედა-შვილური
ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა), ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით -შორით ტრფობა, შორით დაგვა). . .
სტორტეს
დაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს . . .
მეგობრობის გარეშე ვერ წარმომიდგენია ურთიერთობა.
რა არის თქვენთვის”რომანტიკული”
არა ყოფითი, არაყოველდღიური და ოდნავ მელანქოლიური. ისეთი გარემო ან შეგრძნება,
სადაც სიტყვები ზედმეტია
სიყვარული რომანტიკის გარეშე . . .
არსებობს, მაგრამ მე არ მომწონს
8. რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის. . .
არა კაც კლა
ათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს
პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა ასევე არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
პ.ს. გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა თავი შენი - ამაზე ფილოსოსფიური და ჰუმანური ფრაზა არ არსებობს მსოფლიოში
არსებობს ღმერთი ? კი/არა . . .
კი
თუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას,
(რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი) . . .
ორივე
გასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით . . .
არ ვიცი
9. ფილოსოფია
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი) . . .
სიკვდილი არის ცივი და უჟმური . ზოგჯერ უსამართლო. იგი არის რაღაც ეტაპის დასასრული
გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში . . .
კი
თუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით
ამის მიზეზია თანამედროვე ტექნიკის განვითარება
შეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის აზროვნება(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება ( მაგალითად, შენი აზრით, როგორი იყო ადრე დროის შეგრძნება, როგორია დღეს. მანძილის , სიყვარულის, მორალის და ა.შ/არაა აუცილებელი მაინცდამაინც ეს კატეგორიები გამოიყენოთ) . . .
ადრე საკუთარი აზრების ცხვენოდა ადამიანს, ახლა არა. ადრე მშობლების
და უფროსების პატივისცემა მეტი იყო, ახლა არა, მაშინდელი ადამიანი უფრო მარტივი იყო
რა არის თქვენთვის თავისუფლება . . .
მორალურ ფარგლებში ისე მოქცევა, როგორც გსურს.
10.დამატებითი კითხვები
მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო . . .
ხართ თუ არა სკანდალური . . .
არა
დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა
არა
რომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას . . .
მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას
რამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ
(ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები) . . .
ზომიერზე მეტად ტოლერანტული
თუ ხართ -რატომ . . .
არ მაინტერესებს სხვისი ცხოვრების დეტალები
თუ , არა-რატომ . . .
კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა ) . . .
ასევე-რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.რამდენად ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი vs კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში. . .
კომპიუტერი 60% და წიგნი 40 %
წიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს)
= = =
დაუსვი საკუთარ თავს სამი კითხვა და უპასუხე
ზარმაცი ხარ ?
სულით არა , მხოლოდ ხორცით
ვინმეს ან რამეს გამო მოიკლავდი თავს ?
- არავითარ შემთხვევაში
კრიტიკას იღებ ?
- კი, თუ კრიტიკა კარგის მომტანი და სამართლიანია
კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
ცის იქით რა არის ?
რა გაკვირვებს?
ადამიანები რაზე იშლიან ნერვებს ხოლმე
საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
„მერე? "
Thursday, November 5, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment