elvis siswrafiT viTardeba movlenebi :D
სქესი: მდედრობითი
ასაკი: 18-25
1.რეალობა
როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ
შეეძლო უკეთესიც ყოფილიყო. პრინციპში, განწყობას გააჩნია.
როგორი გინდა იყოს
რამე უფრო „ფენტეზიური“.ცეცხლისმსროლელი მაგებით,
მფრინავი ხალიჩებით, უჩინმაჩინის ქუდებით და ა.შ.
რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას)
კარგად ყოფნას, ანუ კარგ ხასიათზე ყოფნას, როდესაც არაფერი
გაწუხებს. სინდისის ჩათვლით
რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება
ალბათ, იმ მომენტებით როდესაც „სუნთქვა მეკვრებოდა“.
ისე მეეჭვება როდესმე მქონდეს ეს შეგრძნება, ზედმეტად ხარბი ვარ. ყოველთვის მინდა მეტი.
2.გარემო(გარშემომოყოფები
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან ..
მნიშვნელოვნად. აშკარად თუ არა, ქვეცნობიერად მაინც.
ძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”)
There is no spoon, Neo
როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე
როგორც ისინი ჩემზე, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია
3.ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის...
ახლობელი – ადამიანი, რომელთანაც საშუალო დისტანციის კარგი ურთიერთობა გაქვს.
მეგობარი – ახლოს მყოფი ადამიანი, რომელსაც გარკვეულწილად ეყრდნობი. ფსიქოლოგიურად მაინც.
მეზობელი – ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით „ყუთში“ ცხოვრობს.
ნაცნობი – უბრალოდ ვიცნობ. გამაცნეს ოდესღაც, სადღაც.
როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან ?
პირველ ორ კატეგორიასთან კარგი. დანარჩენ ორთან,
დამოკიდებულია იმაზე, რა ემოციას იწვევენ ჩემში.
4.პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ
ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად აპოლიტიკური.
დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს
მინდა თუ არ მინდა – კი.
5.ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება,გლობალიზაცია, ნაციონალიზმი
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს?
ისტორია, ჩვევა.
გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში
კარგავს თუ არა მეორესაც? (ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში)
ფსიქოლოგიურ დამუშავებას გააჩნია.
რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა?რა?
ეთნიკური ჯგუფი.
რითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები.
გარემო. ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან და ის ინფორმაცია,
რომელიც ადრეულ წლებში მის თავში იდება.
როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს?
მანამ, სანამ ეს არ გადადის აგრესიაში, ნეიტრალურად.
თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია?
მიჭირს პასუხის გაცემა.
როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით
რომ საშიში არაფერია? (ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის)
ჩემი აზრით, ლოგიკურია. საშიში.... „ერის“, როგორც ცნების,
არსებობისთვის შეიძლება იყოს კიდეც.
6. ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
(გარემო, ურთიერთობა)
ის ურთიერთობები, რომლებიც ძალიან პირადია და მხოლოდ მე და იმ ადამიანს(ებს)
ეხება, რომლებთანაც ეს ურთიერთობა მაქვს. მხოლოდ სექსს არ ვგულისხმობ.
ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია)
მნიშვნელოვანია
როდის ჩნდება?
როდის ქრება?
არ ვიცი. ვერასოდეს ვაფიქსირებ.
არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის?
რა თქმა უნდა
შეყვარებულებს შორის?
კი
გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი?
მეორე მხარეს გააჩნია და სიტუაციას.
7 სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს
ბევრნაირად. ისევე მეორე მხარეს და მასთან ურთიერთობის პერიოდს გააჩნია.
თავიდან ალბათ უფრო „სუნთქვის შეკვრით“ და ა.შ. ატრიბუტიკით.
მერე უფრო მშვიდად და „რბილად“, კომფორტულად.
როგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
როცა ’გიყვარს’ შენ ?
როცა ’უყვარხარ’ შენ?
რთული ასახსნელია. თავად შეგრძნებებია რთული.
როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები? გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ)?
თუ იგულისხმება „ურთიერთობა მხოლოდ სექსის გულისთვის“
მაშინ მისაღებია/არ მქონია
არის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული”? რა განსხვავებაა (გარდა სექსისა)
ურთიერთობაში?
გააჩნია რას უწოდებს ადამიანი „B/F, G/F” ურთიერთობას და რას „შეყვარებულობას“.
თქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:
დედა-შვილური, მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ?
სიყვარულის სრულყოფილება, ზოგადად ნაკლებად მესმის.
რას ნიშნავს სრულყოფილი სიყვარული?
ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),
მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება),
სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა), ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა),
აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით -შორით ტრფობა, შორით დაგვა).
დაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს?
ეროსისა და სტორტეს ნაზავს, აგაპესა და ლუდუსის ელემენტებით. იმიტომ.
რა არის თქვენთვის”რომანტიკული”?
განწყობას გააჩნია, ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს.
სიყვარული რომანტიკის გარეშე
რატომაც არა?
8.რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის.
არა კაც ჰკლა.
ათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს ყველაზე
მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს.
ზემოთ ნახსენები. პრინციპში ყოველთვის მწვავედ იდგა.
არსებობს ღმერთი ? კი/არა
არ ვიცი.
9. ”ფილოსოფია”
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი)
როდესაც შევძლებ ამის აღწერას, მერე თქვენ ვეღარ გეტყვით
გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში?
კი.
თუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით?
ადამიანებს შორის ურთიერთობის და თავად ადამიანის
ფსიქოლოგიური ევოლუცია.
შეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის
აზროვნება(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება
საკმაოდ ბევრი განსხვავებაა. იგივე დროის, მანძილის აღქმაში,
იმის განმარტებაში თუ რა იყო მორალური მაშინ და რა ახლა. ჩემი აზრით დღეს
ადამიანი ბევრად უფრო ინდივიდუალისტია, ვიდრე მაშინ. და ეს მხოლოდ დასაწყისია.
რა არის თქვენთვის თავისუფლება?
რის თავისუფლება? თავისუფლება ყველასგან და ყველაფრისგან
არ არსებობს. თუ არსებობს, ძალიან „მარტოხელაა“.
10.დამატებითი კითხვები
მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო
„გაიხსენეთ რამე კურიოზი“?
ხართ თუ არა სკანდალური ?
არა.
დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა?
არა. ზოგადად ვცდილობ, თავიდან ავირიდო არათუ მოვლენები,
არამედ ინფორმაციაც მათ შესახებ.
რომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას
თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას.
მეორე.
რამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების
მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები)
ტოლერანტული ვარ. იმიტომ რომ ვთვლი რომ არ არსებობენ
ნორმალური და არანორმალური ადამიანები. ანუ, ისინი ისეთივე „ნორმალურები“ არიან,
როგორც მე და როგორც სხვები. „ერთადერთი არაბუნებრივი სქესობრივი აქტი არის ის,
რომელსაც ვერ განახორციელებთ“ – ავტორი არ მახსოვს სამწუხაროდ.
კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა )
კომპიუტერზე დამოკიდებული ვარ, როგორც ფსიქოლოგიურად,
ისე ფიზიკურად (სამსახური, სასწავლო მასალა და ა.შ.). პრინციპში, ბოლო წლებია,
კომპიუტერს მეტ ყურადღებას ვუთმობ ვიდრე წიგნს.
წიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
წიგნი არის გართობის საშუალება/რეალობიდან თავის
დაღწევის საშუალება/“საკვები“ ფიქრისთვის – იმის მიხედვით თუ რა წიგნია.
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს
( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს)
თუ – კი, ალბათ შორეულ მომავალში.
11. სამი კითხვა საკუთარ თავს
___________________________________
კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს.
აქვს „ამ ყველაფერს“ მიზანი და მნიშვნელობა თუ არა?
რა გაკვირვებს?
იშვიათად მაკვირვებს რამე. მართლა. ყველაზე ხშირად,
ზოგიერთი ადამიანის სიველურე.
საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
განწყობას გააჩნია. პირველი რაც აზრად მომივიდა:
„Mama always said, life is like box of chocolate, you newer know, what you’ll get” - საყვარელი იმიტომ...
რომ ფილმი მიყვარს. პრინციპში, ვეთანხმები კიდეც.
Wednesday, November 4, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment