ამჯერად ჩვენი რესპოდენტი მამაკაცია. აქტიურია გენერალში , განსაკუთრებიტ ერთ თემაში :) (ეს ,ცოტა იოლი ამოსაცნობი რომ იყოს იმიტომ :) და ძალიან იშვიათად პოსტავს (შეიძლება ითქვას , არც პოსტავს , პოლიტიკაში ). მაშ , ასე ..
სქესი:მამრ/
ასაკი: /26-35/
1.რეალობა
როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ
ზუსტად ისეთია, როგორშიც ვცხოვრობ.
როგორი გინდა იყოს
ეს უკვე სხვა საკითხია. როგორი მინდა იყოს და …. საერთოდ იდეალისტი ვარ, მაგრამ იდეალურ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებდი. ისევ უწესრიგო საქართველო მირჩევნია.
რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას)
ძალიან ზოგადი კითხვაა, მაგრამ მაინც გამოვყოფ რამოდენიმე პრიორიტეტს: სიყვარული, სიკეთე, სამშობლო, მეგობრობა.
რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება
ამას ალბათ 100 სართულიანი სახლიდან გადმოხტომის/გადმოვარდნის დროს შეიგრძნობ. წინასწარ ძნელია რაიმეს თქმა.
2.გარემო(გარშემომოყოფები)
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან ..
ძალიან, ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემზე გარემო. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ხასიათის ცვლილება გარემოზე და გარშემომყოფებზეა დამოკიდებული.
3.ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის...
ახლობელი - ადამიანი, რომელთან გაქვს კარგი ურთიერთობა, შეგიძლია მასთან ერთად წახვიდე და იქეიფო, ესაუბრო ზოგად საკითხებზე, სთხოვო საქმის გაკეთება და შენც გაუკეთო საქმე, მაგრამ მასთან ერთად ვერ წახვალ დაზვერვაზე.
მეგობარი - ჩემი მეგობარი ჩემი ზურგია და პირიქით, შეგიძლია მასთან ერთად წახვიდე დაზვერვაზე.
მეზობელი - კაი მეზობელს რამე არ ჯობია, მაგრამ ეს იშვიათობაა. პირადად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ვინც შენს გვერდით ცხოვრობს მეზობელი არ არის - ეს უბრალოდ არის ადამიანი, რომელიც გვერდზე ცხოვრობს და მორჩა. მეზობლობა ხელოვნებაა.
ნაცნობი - გამარჯობა - გაგიმარჯოს. ტრადიციული მოკითხვა
როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან ?
ზემოთ აღწერილი დამოკიდებულება.
4.პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ
ააააააააააააპოლიტიკური
დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს
დიახ, და ალბათ მარტო არ ვარ ამაში. ყველაზე ახდენს გავლენას მეტ-ნაკლებად პოლიტიკური რეალიები
5.ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი...
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს?
გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც? (ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში)
რა თქმა უნდა.
რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა? რა?
მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ქართველი.
ეს არის ჩემთვის ეროვნების თვითშეფასების კრიტერიუმი.
რითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები.
ისტორია, ხალხი, გმირები, ოჯახი, წინაპრები, კულტურა
როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს?
ეროვნულს უფრო ვაფასებ ვიდრე რელიგიურს, ანუ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც საქართველოა გადაარჩინა ერთის მხრივ იმან, რომ მკვეთრად გამოხატული ეროვნულობის განცდა გვაქვს და მეორეს მხივ დიდმა ტოლერანტობამ. თუმცა ეს უკანასკნელი ხანდახან ჩვენს წინააღმდგაც მოქმედებდა ქართველების დაუდევრობით.
თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია?
ალბათ უფრო არა ვიდრე კი.
როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია? (ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის)
გლობალიზაციის საფრთხე არის ძალიან გაზვიადებული. ჭკვიანი ერი მის თვითმყოფადობას არასოდეს დაკარგავს. გლობალიზაციას უნდა დავხვდეთ პრინციპით - ,,მოვიდა სეტყვა დახვდა ქვა”
6. ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
(გარემო, ურთიერთობა)
პირველ რიგში ვიტყვი რომ ჩემთვის სიტყვა ინტიმი სულაც არ ასოცირდება მხოლოდ სექსთან. ინტიმი ჩემთვის არის ჩემი პირადი, საკუთარი, დამალული გრძნობა, ემოცია თუ ნებისმიერი რამ რაც ჩემია და მხოლოდ ჩემი.
ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია)
აქ ალბათ იმ ინტიმზეა საუბარი რასაც მე არ ვგულისხმობ - თუ ეს ასეა მაშინ ადამიანს და მასთან ურთიერთობას გააჩნია, ხოლო თუ ის ინტიმია რაც მე ვიგულისხმე მაშინ უმნიშვნელოვანესი.
როდის ჩნდება?
როდის ქრება?
ამას სიტუაცია გიჩვენებს და გაქრობასაც მათ შორის.
არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის?
უდავოდ.
შეყვარებულებს შორის?
კი.
გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი?
99% ჩაკეტილი და 1 % გახსნილი. ამას რომ ვწერ მიკვირს.
7 სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს
ემოციით და ხასიათით.
როგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
როცა ’გიყვარს’ შენ ?
როცა ’უყვარხარ’ შენ?
იცი ცოტა ძნელია ამის აღწერა, ეს უფრო განცდაა.
ხოლო როცა უყვარხარ ამას გრძნობ, მაგრამ როგორ გრძნობ, რა ძალა გაიძულებს ეს იგრძნო ეს უკვე ამოუხსნელია ჩემთვის. ფაქტია, რომ ვგრძნობ. თუმცა იმის არ იყო კაი წიგნს როგორ ხვდებიო და აი წიგნის სახელწოდება თქვი - თუ დამბურძგლა ესე იგი კაი წიგნიაო. ესაე რა თუ მას ვუყვარვარ მის გახსენებაზე თუ გაფიქრებაზე უნდა დაგბურძგლოს.
როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები? გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ)?
ნორმალური. არ მყოლია.
არის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული”? რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში?
არა. სიყვარული ,,ზე”-ა და B/F, G/F უფრო პრაგმატული, ,,ქვე”
თქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური, მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ?
ამ შეკითხაზე გიპასუხებ თუ შენ მიპასუხებ ამაზე - ჟირაფი უფრო მაღალია თუ სპილო უფრო მძიმეა?
(ar mipasuxia :D)
ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა), ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით:) -შორით ტრფობა, შორით დაგვა).
რა არის იცი - ყველა არის სხვადასხვა კატერგორიის და ერთმანეთის გამომრიცხავი. ყველას მისი მუღამი აქვს.მაგრამ სამს გამოვარჩევ. (სიყვარული-თამაში), (სექსუალური ვნება), (სიყვარული-მეგობრობა).
დაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს?
მეგობრობის გარეშე ამ ქვეყნად ცხოვრებას აზრი ეკარგება, ისევე როგორც ვნების გარეშე. ხოლო თამაშის გარეშე კიდევ ერთფეროვანი და მდორე ხდება.
რა არის თქვენთვის”რომანტიკული”?
ფიქრი.
სიყვარული რომანტიკის გარეშე
სიცარიელე.
8.რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის.
არა კაც კლა.
ათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს
ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს.
არა იმრუშო.
არსებობს ღმერთი ?
კი.
თუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას, (რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი)
მწამს, რომ არსებობს ღმერთი. ვარ მართმადიდებელი ქრისტიანი ადამიანი. თუმცა არის საკითხები, რომელზეც განსხვავებული აზრი მაქვს.
გასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით?
ალბათ უფრო რწმენით.
9. ”ფილოსოფია”
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება
არაფერი.
გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში?
უდავოდ.
თუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით?
ფინანსები - ანუ თუ ადრე ქართველი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იყო ფინანსებით, იგი დროს ყოველთვის გამონახავდა რათა მეგობარს, ნათესავს, კოლეგას, ნათლიას უფრო ხშირად სტუმრებოდა. ახლა რა - რაც ადამიანს დრო აქვს მიმართული აქვს ფინანსების საშოვნელად. გაუცხოვდა აბა არა
შეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის აზროვნება(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება
დედამიწაზე ძირითადი პრორიტეტები არ იცვლება ასე რომ მგონი აზროვნებაშიც დიდი სხვაობა არ უნდა იყოს. ალბათ უფრო ტექნიკურ საკითხებში და გამოცდილებაშია საქმე.
რა არის თქვენთვის თავისუფლება?
ყველაფერი
ხართ თუ არა სკანდალური ?
მეტ-ნაკლებად ყველა ადამინია სკანდალური, მხოლოდ გამოვლინების ფარგლებს გააჩნია.
დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა?
არა, საერთოდ.
რომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას
მეორე.
რამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები)
ტოლერანტული უფრო იმდენად არა ვიდრე ის, რომ არ მაინტერესებს რაც უნდათ ის უქნიათ.
თუ ხართ -რატომ?
რა ჩემი საქმეა სხვა რას გააკეთებს.
კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა :) )
ასევე-რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.რამდენად ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი vs კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში.
კომპიუტერზე დამოკიდებულებას რაც შეეხება, თანამედროვე ცხოვრება კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც მობილურის, მანქანის, ტელევიზორის და ა.შ. თუ დამოკიდებულებას ამას დავარქმევთ - მაშინ ვარ დამოკიდებული. წიგნებს ვკითხულობ, მაგრამ ახლა შედარებით ცოტას, 1 თვეში ალბათ ერთ წიგნს მაინც.
წიგნი 50/ 50 კომპიუტერი.
წიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს)
წიგნი არის ჩემთვის მეორე სამყარო, მეორე ცხოვრება. ნებისმიერი წიგნის გმირად წარმოვიდგენ თავს და მასთან ერთად განვიცდი სიხარულს, სიყვარულს, უბედურებას, ტანჯვას და ყველა მის გრძნობას რასაც იგი გრძნობს. მასთან ერთად ვმოგზაურობ, მასთან ერთად მცივა თუ მცხელა. მოკლედ ის გმირი ვხდები სულ ცოტა წიგნისკითხვის დროს, ხოლო თუ საბოლოოდ მომეწონა მაშინ კარგა ხანს მიმყვება განცდები.
კომპიუტერს სხვა ფუნქცია აქვს და წიგნს სხვა. ამათი შედარება არც შეიძლება იმდენად განსხვავებული დატვირთვა აქვთ.
რა სჯობია ღამე რომ მოკალათდები სავარძელში ან საწოლში და წიგნს კითხულობ, აბა კომპიუტერს დაიჭერ მასე? გარდა ამისა კომპიუტერს არა აქვს ის აურა რაც წიგნს. და კიდევ წიგნის ფურცლებს სხვანაირი სურნელი აქვთ, წიგნი ცოცხალი ორგანიზმია, მისი დახევა მისი მკვლელობაა.
სამი კითხვა საკუთარ თავს
1.ჩემს თავს ხანდახან ვეკითხები - ამ დროს და ამ ქვეყანაში რომ არა დაბადებულიყავი, რომელ ქვეყანაში და რომელ ეპოქაში ისურვებდი დაბადებას?
2.საქართველოში ვინც სერიალები და მაკდონალდსი შემოიტანა იმათ რას უზამ?
3.
12. კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
როდესმე აფხაზეთს და ოსეთს დავიბრუნებთ???
13. რა გაკვირვებს?
ადამიანთა უვიცობა
14. საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
რამოდენიმეა ასეთი, თუმცა ერთ დავწერ. სულ ამას გავიძახი ყველგან - ,,რა ჩემი ბრალია” ფრაზაც ჩემია.
Wednesday, April 8, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment