რადგან რეგისტრაციის თარიღმა წინა შემთხვევაში გამოცნობა ბევრად გააადვილა ამჯერად მას არ ვუთითებ :)
სქესი: მდედრი. ზოგჯერ კაციც ვგონივარ .
ასაკი: 26 წელს გადაცილებული არ მისული 35 წლამდე.
რეალობა
როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ
რეალობა ის რეალობა აღარ არის რაც უწინ იყო . ეხლა კი მემგონი ამ წამს ყველაზე მტკივნეულ რეალობაში ვარ.
როგორი გინდა იყოს
რეალობა? როგორიც გამეხარდებოდა , უდარდელი და სანატრელი.
რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას)
ურთიერთპატივისცემას, სითბოს და სიყვარულს. უფრო მეტად ალბათ ფინანსებს დავაყენებდი წინა პლანზე თვარა დარჩბა კაცი მშიერი ბედნირების პოვნაში.
რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება
ჯერ ვერ ვიტყვი ამ ფრაზებს. ჯერ არ გადამიდგია ბევრი ნაბიჯები თუ ნაბიჯი . რავი მე 4 ფეხზე დავდივარ ჯერ.
გარემო(გარშემომოყოფები)
როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან ..
გარემო ჩემო გარემო... მდააა.. ხე და ბალახი . არ მითხრა ეხლა ზამთარია რაის ბალახი გინდაო .
ძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”)
მე ფილოსოფობა რომ მცოდნოდა 4 ფეხზე კი არ ვივლიდი.
როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე
მე გარემოზე? გარემო რაფერ მოქმედებს ჩემზე ისე ვმოქმედებ მეც მასზე . ისე, უხარია ხალხს ჩემი დანახვა, ვამხიარულებ მათ .
გზა კვალს ვუჩვენებ.
.ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები
დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის...
ახლობელი –არის ახლო პირი ვისაც კარგად იცნობ ვიდრე ნაცნობს.
მეგობარი- არის შენი თანამგზავრი შენ კარგ თუ ცუდ ამბებში
მეზობელი- არის მეზობელი
ნაცნობი – არის ნაცნობი რომელსაც ოდესაღაც გაეცანი.
როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან ?
დამოკიდებულება ყველასთან თავისებური მაქვს.ვის რაფერც უნდა რომ მოვეპყრო ისე ვეპყრობი. საერთო ჯამში კი სულ კუდის ქიცინით ვეპყრობი .
პოლიტიკა
რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ
მე არ ვარ ბურჯანაძე და მიშა სააკაშვილი. მე ვარ მათი მკბენარი, დამღეჭავი. პოლიტიკა მაინტერესებს უზომოდ ,მაგრამ ამდენი ბრმა ხალხის ყურება საცოდაობაა.
დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს
კი და არა . ან მივყვები მათ დინებას ან არა .
ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი...
როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს?
ერთობა
--------------------
გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც? (ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში)
არა მგონია.
რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა?რა?
ეთნიკური ჯგუფიც და სხვაც. ეროვნების საკითხი ჩემგან შორსააა . სადაური ვარ არც ვიცი . ციგნებს კიდე ეროვნება არ გვაქვს.
რითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები.
არ ვიცი.
როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს?
თუ ძაან არ არის გადამეტებული სრულიად კარგად .
თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია?
არა.
როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია? (ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის)
საშიში არაფერია.
ინტიმი
ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
პირადული,მხოლოდ ჩემი.
ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია)
მნიშვნელოვანია ძლიერ. აი მაგალითად ტვალეტში რომ შეხვალ და დასკუპდები არწივივთ უნიტაზზე და მერე შენი პარტნიორი რომ შემოვა კბილების გასახეხად არ არის ინტიმური?!
როდის ჩნდება?
თავიდანვე.
როდის ქრება?
ჩაქრობით არ ქვრება არასდროს.
არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის?
ხან კი ხან არა.
შეყვარებულებს შორის?
დიახ.
გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი?
ორივე ერთდროულად.
სიყვარული/რომანტიკა
როგორ შეიგრძნობ სიყვარულს
სიყვარული რა იყო?
როგორ გრძნობ რომ სიყვარულია -
თვითგონებურად
როცა ’გიყვარს’ შენ ?
დიახ.
როცა ’უყვარხარ’ შენ?
დიახ.
როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები? გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ)?
მისაღებია . არ მყავს
არის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული”? რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში?
კი შეყვარებულია რომელთანაც სექსიც გაქვს.
თქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური, მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ?
დედა-შვილური.
ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა), ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით:) -შორით ტრფობა, შორით დაგვა). დაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს?
სტორტეს. უფრო მეგობრობა ხდება ვიდრე მუდმივი სიყვარული.
რა არის თქვენთვის”რომანტიკული”?
პიროვნება რომელიც აზროვნებს სხვის დაკმაყოფილებაზე.
სიყვარული რომანტიკის გარეშე
ყველა შექსპირად ვერ დაიბადება.
რელიგია
ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის.
მე ყველაფერს ვპატიობ.
ათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს
ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს.
მცნება 7
არსებობს ღმერთი ? კი/არა
კი . აბა ამდენი ხალხი მე ხომ არ მგალობენ?
თუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას, (რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი)
ვერ გავიგე .
გასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით?
მე მგონი რწმენა დიდხანს არ იარსებებდა თუ გონებას დავძაბავთ.
ანუ გონება რომ ვიხმაროთ მხოლოდ რწმენა გაქრებოდა
ნუ გონება აღიქვამს მხოლოდ იმას რასაც ჩვენ ვხდევათ და ვგრძნობთ
ანუ შეხება შეგვიძლია
ხოლო რწმენა კი შინაგანად ხდება
გულიდან
”ფილოსოფია”
როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი)
ცარიელი.
გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში?
ძლიერ.
თუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით?
გლობალიზაცია.
შეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის აზროვნება(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება
განსხვავება დიდი არ არის. ეხლა უფრო ნათლად და ყველგან შეგიძლია შენი აზრი გამოხატო.
რა არის თქვენთვის თავისუფლება?
არაფერი. ადამიანი მუდამ თავისუფალია.
დამატებითი კითხვები
მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო
ბევრია ასეთი.
ხართ თუ არა სკანდალური ?
იცოცხლე ,მე რომ სკანდალური ვარ!
დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა?
არც თუ ისე. საინტერესოა .
რომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას
მშვიდ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას.
რამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები)
ძლიერ.
თუ ხართ -რატომ?
რატომ და ყველა თავისებურია .
კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა :) )
წიგნი
ასევე-რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.რამდენად ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი ვს კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში.
წიგნი 20%
კომპიუტერი 80%
წიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს)
კომპიუტერმა ბევრი რამ ჩაანაცვლა ,მაგრამ წიგნის მოყვარული მუდამ იქნება.
სამი კითხვა საკუთარ თავს
დაუსვი საკუთარ თავს სამი კითხვა და უპასუხე
რისთვის დავიბადე?- მეც ჩემი მოვალეობა მაქვს
რას მოველი მომავალში?- დიდს არაფერს.
რა მინდა ამ ცხოვრებაში? – უბრალოდ ღიმილი.
კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
რატომ ?
რა გაკვირვებს?
არაფერი.
საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
დედის ოქრო.
Friday, March 27, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment