Thursday, November 5, 2009

***

სქესი: მდედრ
ასაკი: 17

1.რეალობა

როგორია ის რეალობა, სადაც ცხოვრობ
უსამართლო, ფარისევლური, კომპლექსიანი , ყალბი , გაუგებარი ,
უაზრო ფასეულობებიანი და ხანდახან კეთილი !


როგორი გინდა იყოს
უფრო ჰუმანური და რა თქმა უნდა იმის შებრუნებული რაც ზემოთ ჩამოვწერე !
რას ანიჭებ უპირატესობას ცხოვრებაში (ცხოვრებისას)
შეგნებულობას


რაში გამოიხატება შენთვის ”ნამდვილად ვიცხოვრე ამქვეყნად” შეგრძნება
აი რაიმე კარგს რომ გააკეთებ თუნდაც ძალიან პატარას და ამით სხვას რომ
გაახარებ სულ ცოტათი მაინც! სიხარულისგან რომ დაფრინავ მერე სხვისი ბედნიერების გამო !
ოღონდ ამ ყველაფერს ფასი ემატება როცა ამის შესახებ მხოლოდ შენ იცი !
მგონი ყველას განუცდია და ნამდვილად ღირს ამის გამო სიცოცხლე.


2.გარემო(გარშემომოყოფები)

როგორ მოქმედებს შენზე გარემო/გარშემომყოფები მუდმივად/ ხანდახან
ხან კარგად ხან ცუდად ! ასე ვერ ვიტყვი გააჩნია სად ვარ და ვისთან მაქვს ურთიერთობა.
ძირითადი მიდგომა ( ”ცხოვრების ფილოსოფია”)ეცადე ყოველთვის იცხოვრო სხვისთვის !
და იყავი ის რაც ხარ ! რა თქმა უნდა ეს ყოველთვის არ გამომდის !


როგორ მოქმედებ შენ გარემოზე/გარშემომყოფებზე
ალბათ ცუდადაც და კარგადაც აქაც სიტუაციას გააჩნია !
ყოველთვის კარგად ან ყოველთვის ცუდად ვერ ვიმოქმედებ ძალიანაც რომ მინდოდეს.


3.ახლობლები,მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები

დაახასიათე თითოეული კატეგორია პრინციპით -ახლობელი არის..მეგობარი არის
ახლობელი არ ვიცი მე რა არის ! ჩემთვის მეგობარი ახლობელია !
ნამდვილი მეგობარი კიდევ გაჭირვებაში გამოიცდება !


როგორი დამოკიდებულება გაქვს თითოეულ მათგანთან
ყველასთან განსხვავებული რა თქმა უნდა !
ყველას ხასიათი ვიცი და ხანდახან არის რომ ვთქვათ ერთ-ერთთან ვერ
დავილაპარაკებ რაიმე თემაზე როგორც მეორესთან !
მაგრამ ყველა ერთნაირად მიყვარს და მაინც რაღაც გვაერთიანებს.


4.პოლიტიკა

რამდენად პოლიტიკური პერსონა ხარ
მინდა თუ არ მინდა ვარ იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობ !

დამოკიდებულია თუ არა შენი ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალიებზე რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს
ცხოვრება არა მაგრამ ნერვები კი ! ადრეულ ასაკში ნერვოზი მაქვს.

5.ეროვნება, ეროვნული თვითშეგნება, გლობალიზაცია, ნაციონალიზმი

როდესაც ეროვნებას აქვს რელიგია რა განაპირობებს მის ასეთ მჭიდრო კავშირს
ალბათ ის რომ საუკუნეების განმავლობაში უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთს ავსებენ ! მაგრამ ესეთი მჭიდრო კავშირი არ არის ყველა ქვეყანაში როგორიც საქართველოშია !
საქართველოს შემთხვევაში ასე ვთქვათ გაჭირვებამ დააკავშირა , ამდენმა ომმა და
უბედურებამ, ქართველი იბრძოდა ქვეყნისთვის და ესე იგი სარწმუნოებისთვისაც !
საქართველოში ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია ! (კითხვა ცოტა ვერ გავიგე
მაგრამ მაინც ვუპასუხე და შეიძლება გაუგებრად გამომივიდა )


გადაჯაჭვული ეროვნება-რელიგია ერთ-ერთის უარყოფის შემთხვევაში კარგავს თუ არა მეორესაც?
(ერის ცნობიერიდან გამომდინარე/ინდივიდებში)
ზემოთ დავწერე უკვე ! საქართველოს შემთხვევაში კარგავს ! თუმცა მე სწორად არ მიმაჩნია !
რა არის შენთვის ეროვნება? მხოლოდ ეთნიკური ჯგუფი თუ კიდევ რაღაც სხვა? რა
არ ვიცი ! ყველა ეროვნება განსაკუთრებული და დასაფასებელია! კულტურა,ხასიათი ! რავი!
რითი ხდება ეროვნული თვითშეგნების გაღვივება ინდივიდში ? ჩამოთვალეთ ფაქტორები
ისტორიით ! ალბათ ! მაგრამ ზედმეტი გაღვიძებაც არაა საჭირო ! აი როგორიც ახლა გვაქვს ჩვენ გაღვიძებული!


როგორ აფასებთ მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ/რელიგიურ მისწრაფებებს
თუ ეს მისწრაფებები სწორადაა გამოხატული მაშინ დადებითად !
მაგრამ თუ ფანატიზმშია გადასული მაშინ საშინელებაა !


თვლით თუ არა რომ ტერმინი ”ნაციონალიზმი” ”ეროვნულობის” იდენტურია
მგონი არა !

როგორ აფასებთ გლობალიზაციას? გრძნობთ რაიმე საფრთხეს თუ თვლით რომ საშიში არაფერია?
(ინდივიდუალურად/ერის შემდგომი არსებობისთვის)
არანაირი საფრთხე არ არსებობს ! ვისაც ეშინია იმისთვისაა სიშიში !
ესეიგი რაღაც სისუსტეს გრძნობს !


6. ინტიმი

ცნება ”ინტიმური” რას ნიშნავს შენთვის
(გარემო, ურთიერთობა)
რაღაც პირადს !

ურთიერთობაში ინტიმს რა დატვირთვა აქვს(ანუ რა როლს თამაშობს ან რამდენად მნიშვნელოვანია)
მნიშვნელოვანია ! როცა ორ ადამიანს შორის რაღაც ინტიმური
ჩნდება ურთიერთობა უფრო საინტერესოა!


როდის ჩნდება
როცა ურთიერთობა იწყება მაშინ და პარატა ინტიმი ყოველთვისაა ალბათ !

როდის ქრება
მთავრდება როცა აღარაფერს დაიტოვებ ინტიმურს შენთვის და ყველაფერს გათქვამ !

არის თუ არა ცოლ-ქმარს შორის
კი

შეყვარებულებს შორის
კი

გრძნობების გამოვლენაში ჩაკეტილი ადამიანი ხარ თუ გახსნილი
ჩაკეტილი !

7 სიყვარული/რომანტიკა

როგორ შეიგრძნობ სიყვარულს
თუ ბიჭი იგულისხმება მაშინ არასოდეს მყვარებია მაგრამ თუ საერთოდ
სიყვარულზეა ლაპარაკი მაშინ ალბათ აღფრთოვანებს გრძნობ არ ვიცი როგორ ვთქვა !


როგორ გრძნობ რომ სიყვარულია
არ ვიცი ! სიყვარულით ვიღაც ან რაღაც ყოველთვის მიყვარს!

როცა ’გიყვარს’ შენ
ვცდილობ რამე ვასიამოვნო მაგრამ ხშირად პირიქით გამომდის ! ალბათ იმიტომ რომ ცოტა უხეში ხასიათი მაქვს !

როცა ’უყვარხარ’ შენ
არ ვუყვარვარ.

როგორი დამოკიდებულება გაქვს B/F, G/F ურთიერთობასთან?
მისღებია/არაა მისაღები
ნამდვილად მისაღებია ! მგონი ეს საქართველოში ბევრ პრობლემასაც მოაგვარებს ! უაზრო ქორწინებებთან დაკავშირებით !

გყავთ/არ გყავთ(გყოლიათ /არ გყოლიათ)
არ მყავს და არ მყოლია ! რავი ჯერ ცოტა პატარა ვარ მგონი ! თან არც არავინ მიყვარს !

არის თუ არა B/F, G/F იგივე ”შეყვარებული”
რა განსხვავებაა (გარდა სექსისა) ურთიერთობაში
საქართველოში ყოველ მეორე დღეს ახალი შეყვარებულები ყავთ,
და ამას სიყვარულს ეძახიან ! B/F, G/F ალბათ ცოტა უფრო სერიოზული ურთიერთობაა !
B/F, G/F - ს გამოცვლა ისე როგორც შეყვარებულებს იცვლიან არ მიმაჩნია კარგ საქციელად !


თქვენი აზრით ,რომელი სიყვარულია ყველაზე სრულყოფილი თავისი არსით:დედა-შვილური,
მეგობრული, ქალ-ვაჟური და ა.შ. რატომ
ყველა სიყვარული განსაკუთრებულია და სხვადასხვანაირი ! სიყვარული ყველა სრულყოფილია !

ქალ-ვაჟს შორის როგორ სიყვარულს ანიჭებთ უპირეატესობას :ლუდუსს(სიყვარული-თამაში),მანიას(სიყვარული-გამარჯვების-მოპოვება) ეროსს(სექსუალური ვნება), სტორტეს(სიყვარული-მეგობრობა), ჰაისს(სიყვარული -ურთერთპატივისცემა), აგაპეს(უანგარო თვითშეწირვა), პლატონურს (ნუ , ყველამ ვიცით -შორით ტრფობა, შორით დაგვა)
აქ ჩამოთვლილიდან ცალ-ცალკე არცერთს ! ყველა უნდა იყოს ერთად !

დაასაბუთე რატომ? რით ამართლებ არჩევანს
ერთმანეთს ავსებენ ! აბა ეხლა მარტო მეგობრობა რომ იყოს ან მარტო ვნება , თუნდაც პატივისცემა რაღაც უაზრო იქნებოდა !

რა არის თქვენთვის”რომანტიკული”
ვერ ვამბობ !

სიყვარული რომანტიკის გარეშე
სიყვარულს რომანტიკა უფრო ლამაზს ხდის !

8.რელიგია

ათი მცნებიდან ყველაზე არასაპატიებელი ცოდვა თქვენთვის
ყველა ცოდვის პატიება შეიძლება !

ათი მცნებიდან ცოდვა, რომელიც, თქვენი აზრით, დღეს
ყველაზე მწვავედ დგას და ინტენსიური ხასიათი აქვს
ყველა ვერ ვარჩევ !

არსებობს ღმერთი ? კი/არა
კი !

თუ-კი, გწამს ეკლესიურად თუ გწამს რაღაც, რომელსაც შენში გრძნობ, როგორც უზენაეს ძალას,
(რაღაცას რომელსაც ქვია ღმერთი)
ძალას ვგრძნობ რომელსაც ღმერთს ვეძახი !

გასაგებია თუ არა სამების დოგმატი - აღიარებ გონით თუ აღიარებ რწმენით
არ ვარ რელიგიური !

9. ”ფილოსოფია”

როგორია შენთვის სიკვდილის შეგრძნება(აღწერე შეგრძნება-სიკვდილი) . . .
არ ვიცი !

გაუცხოვდა თუ არა ადამიანი 21 საუკუნეში
კი

თუ -კი, რა არის ამ ”გაუცხოების” მიზეზი შენი აზრით
თვითონ ადამიანი !

შეადარე 19 საუკუნის ადამიანის აზროვნება და 21 საუკუნის ადამიანის აზროვნება
(ზოგადად,სხვადასხვა სფეროში)-განსხვავება/მსგავსება
( მაგალითად, შენი აზრით, როგორი იყო ადრე დროის შეგრძნება, როგორია დღეს.
მანძილის , სიყვარულის, მორალის და ა.შ/არაა აუცილებელი მაინცდამაინც ეს კატეგორიები გამოიყენოთ)
ვერ ვპასუხობ, ვიცი დებილობას დავწერ და არ მინდა ) თან რაღაც ძაან ზოგადი კითხვაა რავი

რა არის თქვენთვის თავისუფლება
როცა გაქვს შენი აზრი და არავის არ შეუძლია
მოგახვიოს თავზე თავისი ! იმ შენ აზრამდე შენით უნდა იყო მისული და არა სხვისი
ზემოქმედებით ! ამას კიდევ განათლება უნდა ! ასე რომ თავისუფლება იგივე განათლებაა !


10.დამატებითი კითხვები

მცირე ცხოვრებისეული თავს გადახდენილი ამბავი, რომელიც გინდა რომ საზოგადოებას გააცნო
არ გადამხდენია ჯერ ეგეთი ამბავი !

ხართ თუ არა სკანდალური
არა

დიდ ყურადღებას აქცევთ სკანდალურ მოვლენებს თუ არა
არა

რომელს აირჩევდით-ერთჯერად , ასე ვთქვათ, მოკლევადიან ზე- პოპულარობას თუ მთელი ცხოვრების განმავლობაში მშვიდ ,სტაბილურ წყნარ პოპულარობას
ვინ თქვა რომ საერთოდ პოპულარობა მინდა !

რამდენად ტოლერანტული ხართ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ (ჰომო(ბი)სექსუალიზმი, ტრანსსექსუალიზმი და სხვა მგავსი იზმები)
თუ ხართ -რატომ
არანაირი აგრესია არ გამაჩნია ! მთავარია გამაღიზიანებლად არ იქცეოდეს
და იმ თავისი იზმებით არ ამაყობდეს !
და ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუბიძგებთ ამ ადამიანებს ამ იზმებისკენ , ჩვენივე აგრესიული დამოკიდებულებით !


თუ , არა-რატომ
ზემოთ!

კომპიუტერი და წიგნი (თავისუფალი თემა )
ორივე მნიშვნელოვანია თუმცა განათლებას კომპიუტერიდან ნაკლებად მიიღებ -თვალები გეტკინება
))) წიგნი უფრო მაგარია სუნი მიყვარს მე წიგნის )


ასევე-რამდენად ხართ დამოკიდებული კომპიუტერზე, რამდენად გჭირდებათ.რამდენად
ხშირად კითხულობთ ახალ წიგნს. პროცენტული მაჩევნებელი წიგნი vs კომპიუტერი თქვენს ცხოვრებაში.
თუ ისე არ მაქვს წიგნი მარტო იმ შემთხვევაში ვკითხულობ კომპიდან !
ისე თვალებს ხო არ დავითხრი !
დამოკიდებული არ ვარ მაგრამ ნამდვილად მჭირდება კომპი ! წიგნის უფრო მაგარი მუღამი აქვს.


წიგნის რომანტიკა თქვენთვის (რა არის წიგნი)
როგორ გგონიათ , კომპიუტერი საბოლოოდ ჩაანაცვლებს თუ არა წიგნს ( უახლოეს/შორეულ მომავალში, არასოდეს)
წიგნი არის ყველაფერი ! და ვერც ვერასოდეს ჩაანაცვლებს კომპიუტერი !
ყოველ შემთხვევაში უახლოესი 1 საუკუნე მაინც
.

11. სამი კითხვა საკუთარ თავს

დაუსვი საკუთარ თავს სამი კითხვა და უპასუხე . . .
1)გულწრფელი ხარ ყველაფერში რაც ზემოთ დაწერე ?
წეღან ცოტა არ ვიყავი მაგრამ ყველაფერი გამოვასწორე !
2)რა გინდა?
არ ვიცი !
3)დაიღალე წერით ?
მაგრა )


კითხვა, რომელიც მუდმივად გაწუხებს და რომელზედაც პასუხი არ გაქვს
მე ვარ გიჟი თუ ის?

რა გაკვირვებს?
ხალხი !

საყვარელი გამოთქმა/ფრაზა
თუ მოვიდა შენთან გაჭირვებული, შენ შეგიძლია აჭამო მას თევზი, მაგრამ
თუკი შენ მას თევზის დაჭერას ასწავლი, მაშინ ის მთელი სიცოცხლე მაძღარი იქნება
და აღარ იმათხოვრებს. < მიყვარს.

No comments:

Post a Comment