Saturday, February 28, 2009
”თამაშის” წესი
"პროექტი F "არის ერთგვარი თამაში, რომელიც ფორუმის ფარგლებში ხორციელდება. ანუ რაშია საქმე- ვირჩევ ერთ "რესპოდენტს"(არჩევანი სუბიექტურია, თუმცა მეორეხარისხოვანი როლი იმასაც ენიჭება, თუ რამდენად საინტერსოა ჩემთვის ( და თქვენთვის) ესა თუ ის პიროვნება, რამდენად აქტიურია ფორუმზე და ა.შ სხვადასხვა ფაქტორებს). შემდეგ მე გავუგზავნი "ჩემს რჩეულს" პმ -ს მონაწილეობაზე და თუ თანახმა იქნება , ვაძლევ კითხვარს. თანხმობის შემთხვევაში ავსებს , ოღონდ სრული სერიოზულობით, სხვა შემთხვევაში, კითხვარის გაცნობის შემდეგაც შეუძლია უარი განაცხადოს. "რესპოდენტი " შეირჩევა კვირაში ერთხელ და შემდეგ ეს შევსებული კითხვარი დაიდება ბლოგზე http://proekti-f.blogspot.com/ რაც შეეხება ბლოგზე განთავსებას, კითხვარი შევსების შემდეგ განთავსდება ბლოგზე თუმცა მხოლოდ პასუხები (გავრცობილი) და ბოლო სამი კითხვა რომელსაც რესპოდენტი თავის თავს დაუსვამს ( ეს შედის კითხვარში) . ერთი კვირის განმავლობაში ბლოგზე განთავსებული შევსებული კითხვარი იქნება ანონიმური და მხოლოდ მეორე "ანონიმურის" დადების შემდეგ მიეწერება რესპოდენტის სახელი (ანუ ნიკი ).
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment